ცხელი ხაზი : 0350 27 36 50 საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებული იურიდიული პირები
საჯარო ინფორმაცია

ააიპ თელავის სატრანსპორტო სამსახური

ა(ა)იპ  თელავის სატრანსპორტო სამსახურის მიზნებია:

  • შრომის შინაგანაწესი აწესრიგებს ურთიერთობებს “არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თელავის სატრანსპორტო სამსახური “-სა (შემდგომში - დამსაქმებელი) და სამსახურში დასაქმებულ პირებს შორის (შემდგომში დასაქმებული). ამ შრომის შინაგანაწესით განსაზღვრულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თელავის  სატრანსპორტო სამსახურის“ თანამშრომლების უფლება - მოვალეობანი, სამსახურებრივი ქცევის სტანდარტები, სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინარული ღონისძიებების გამოყენების წესები, აგრეთვე სხვა საკითხები, რომლებიც ექვემდებარება შრომის შინაგანაწესით რეგულირებას.
  • სამსახური იცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, უზრუნველყოფს დისკრიმინაციის, შევიწროებისა და ჩაგვრისაგან თავისუფალ სამუშაო გარემო პირობების შექმნას.

 

  • შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე დასაქმებულთან შესაძლებელია დაიდოს წინამდებარე შინაგანაწესის მოთხოვნებისაგან განსხვავებული შრომითი ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში თანამშრომელთან მოქმედებს შრომითი ხელშეკრულებით შეთანხმებული დებულებები.

 

  • შრომითი ურთიერთობის საკითხები, რომლებიც არ წესრიგდება წინამდებარე შინაგანაწესით, რეგულირდება შრომის კოდექსით, მოქმედი კანონმდებლითა ან/და საქართველოს მთავრობის (მინისტრის) შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: თბილისის გზატკეცილი

✉ telavis.transporti@gmail.com

ა(ა)იპ თელავის სატრანსპორტო სამსახური 

 

ივანე იორდანიშვილი

✆ 579 32 12 21

გააზიარე