ტიხრული მინანქრის ნამუშევრების გამოფენა

4 ივნისი, 2018

2018 წლის 2 ივნისს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, „თელავის ღვინის მარანი“-სა და გალერეა „ორნამენტი“-ს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, რესტორან „კაპილონში“ ჩატარდა ტიხრული მინანქრის ნამუშევრების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნა გალერეა „ორნამენტი“-ს და თელავის ტიხრული მინანქრის სკოლა-სახელოსნო „სხივი“-ს კურსდამთავრებულთა ნამუშევრები.

პროექტის ხელმძღვანელი თეა ზუკაკიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი თელავში დიდი წარმატებით განხორციელდა, მაღალია მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან, რის გამოც იგეგმება სკოლა-სახელოსნოს გაფართოება.

   

 

 

   

გააზიარე