თელავში, სათადარიგო ფეხბურთის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

17 აგვისტო, 2023

თელავში, გივი ჩოხელის სახელობის საფეხბურთო მოედანზე არსებული სათადარიგო ფეხბურთის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბუნებრივსაფარიანი სტადიონი და ტრიბუნები, შემოიღობება მოედანი, აშენდება გასახდელები და სველი წერტილი.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 2 649 473 ლარს შეადგენს, ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

 

 

 

გააზიარე