თელავის სპორტის სასახლეში ,,ნელი სალაძის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიის საერთაშორისო ტურნირი,, ჩატარდა

19 ივნისი, 2023

თელავის სპორტის სასახლეში ,,ნელი სალაძის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიის საერთაშორისო ტურნირი,, ჩატარდა.

მასში საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან 240-მდე ტანმოვარჯიშემ მიიღო მონაწილეობა. ასევე მონაწილეობდნენ თელავის, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავისა და საგარეჯოს ტანვარჯიშის კლუბები.

ტურნირის გამარჯვებულებს დიპლომები, მედლები და თასები თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა ორგანიზატორებთან ერთად გადასცა. გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ სპონსორებისგანაც.

ტურნირი თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ააიპ თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება "თელავის" ორგანიზებით ჩატარდა .

 

გააზიარე