თელავის სპორტის სასახლეში კიკბოქსინგის ჩემპიონატი - "კახეთის პროფი ივენთი 2" ჩატარდა

19 ივნისი, 2023

თელავის სპორტის სასახლეში კიკბოქსინგის ჩემპიონატი - "კახეთის პროფი ივენთი 2" ჩატარდა.

ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს თელაველმა სპორტსმენებმა: გიორგი გოდერძიშვილი ტექნიკური ნოკაუტით ,,კახეთის პროფი ივენთი 2,,-ის ჩენპიონის ტიტულის მფლობელი გახდა. ასევე, ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა ზურა კაკრიაძემ.

გამარჯვება მოიპოვეს ოთო ჯავახიშვილმა, ირაკლი კუსრაშვილმა და შორენა ვაჭრიძემ. გოგონებს შორის შეჯიბრში ვაჭრიძემ სომეხი მოწინააღმდეგე დაამარცხა.

გამარჯვებულებს თასი, მედალი და დიპლომები გადაეცათ.

ჩემპიონატში საქართველოდან, ირანიდან და სომხეთიდან 60-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს მასშტაბით კი თელავის, ახმეტის, გურჯანის, ყვარელის, თბილისის, ბორჯომის, ზესტაფონის, მარნეულის, ჩოხატაურის, ფონიჭალისა და დმანისის კლუბების გამორჩეულმა კიკბოქსიორებმა იასპარეზეს.

ჩემპიონატის ორგანიზატორები არიან თელავის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს კიკბოქსინგის ფედერაცია და თელავის კიკბოქსინგის კლუბი "ჯორჯია".

 

გააზიარე