თელავის მუნიციპალიტეტის მერიასა და GIZ-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ახალი პროექტი იწყება

4 April, 2024

თელავის მუნიციპალიტეტის მერიასა და GIZ-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ახალი პროექტი იწყება - ჭადრის ხის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივება და მისი მოვლა.

შეხვედრა თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ჩართულმა მხარეებმა პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპები განიხილეს.

გარდა უშუალოდ იმ სამუშაოებისა, რომლებიც ჭადრის ხის მოვლისა და გაჯანსაღებისთვის დაიგეგმება, კეთილმოეწყობა და რეაბილიტირდება ხის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ქალაქის ვიზიტორთათვის გამორჩეულად მიმზიდველია.

გააზიარე