თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი თელაველ სპორტსმენებს შეხვდა

22 მარტი, 2024

თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი თელაველ სპორტსმენებს - მარიამ ფროდიაშვილს, სალომე ფროდიაშვილსა და ზურაბ ძამუკაშვილს შეხვდა.

მარიამ და სალომე ფროდიაშვილებმა ტყვიის სროლაში ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგებს მიაღწიეს და საქართველოში ევროპის ჩემპიონის სტატუსით, 3 ოქროს მედლით, გუნდური და პირადი პირველობით დაბრუნდნენ.

ზურაბ ძამუკაშვილმა კი 83კგ წონით კატეგორიაში 322,5კგ წონის ამოწევით, „არნლოლდ კლასიკზე“ მსოფლიო რეკორდი მოხსნა.

ლევან ანდრიაშვილმა სპორტსმენებს მიღწეული წარმატებები მიულოცა და მათი სამომავლო გეგმები მოისმინა.

„თითოეული თელაველისთვის და არა მარტო, საამაყოა ის წარმატება, რომელსაც თქვენ ევროპის და მსოფლიო მასშტაბით მიაღწიეთ. სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნის სახელით მსოფლიო მნიშვნელობის ჩემპიონატებსა და ტურნირებზე მოასპარეზე თელაველი სპორტსმენები ასეთი შედეგებით ბრუნდებიან. თელავის მუნიციპალიტეტის მერია კი იზრუნებს, რომ სპორტული მიმართულება და შესაბამისი ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო განვითარდეს თელაველი ახალგაზრდების მეტი მოტივაციისა და წარმატებისთვის“- განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.

სპორტსმენებს სიმბოლური საჩუქრები და ფულადი ჯილდოც გადაეცათ.

გააზიარე