სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ მერიის კულტურის სამსახურის დებულებაში ცვლოლებების პროექტი განიხილა

15 ივნისი, 2023

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ სხდომა ჩაატარა. სხდომაზე კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულებაში ცვლილების პროექტზე იმსჯელეს.

ნორმატიული აქტის პროექტის მიხედვით, საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზანია აღნიშნული სამსახურისა და მის დაქვემდებარებაში არსებული განყოფილებების ფუნქციების კორექტირება და ისეთი სახით ჩამოყალიბება, რომელიც შესაბამისობაში იქნება სტრუქტურული ერთეულის მიზნებთან, აგრეთვე იმ ფუნქციების ამოღება, რომლებსაც მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ა(ა)იპ-ები ასრულებენ.

კომისიის წევრებმა ამასთანავე თელავის მუნიციპალიტეტში 2023 წელს განსახორციელებელ კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამაში ცვლილების პროექტიც განიხილეს.

გააზიარე