შალაური

შალაურის ადმინისტრაციული ერთეული

შალაური მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 650 მეტრზე. თელავიდან დაშორებულია 2 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2186 ადამიანი.
შფართობი: 173 ჰექტარი საცხოვრებელი ფართი, სავარგულებიანად 1156 ჰექტარი.
თავდაპირველად სოფელი გაშენებული იყო ცივ-გომბორის მთის ძირში, მაღლობ ადგილზე, რადგან კახეთში მძვინვარებდა მალარია და დაბლობ ადგილებს მოსახლეობა გაურბოდა. ამ სენის მოსპობის შემდეგ, სოფელი შარაგზის პირას გადმოსახლდა.

სოფელი შალაურის სახელწოდების წარმოშობა, ზეპირი გადმოცემით, ერთი ვერსიით, უკავშირდება თქმულებას, რომელიც მოხუცებისგან მოუსმენია ადგილობრივ მაცხოვრებელს - კოლმეურნე შავაძე გიორგის:
ადრე შალაურს მარკაანი რქმევია და სოფლის თავში, ახლანდელი წმ. გიორგის ეკლესიის ტერიტორიაზე ყოფილა გაშენებული. შაჰ-აბასის შემოსევების დროს დაურბევიათ და ხალხი გადაუსახლებიათ. მხოლოდ რამდენიმე კომლი გახიზნულა ტყეში. როდესაც გახიზნულები დაბრუნდნენ ერთერთი გადარჩენილი თავადიშვილის - შალვას სახელი შეურქმევიათ სოფლისთვის შალვაური - შალაური. გადარჩენილ გვარებში იყვნენ: მაჭავარიანები, გველესიანები, გაგუნაშვილები, ბედმანიკაშვილები, პაატაშვილები, ოქროაშვილები, გაგნიძეები და მჭედლიშვილები.

სოფელში 7 ისტორიული ძეგლია, რომელიც განვითარების სხვადასხვა პერიოდშია აგებული. ესენია: სვეტიცხოველი, წმ. ბარბარეს ეკლესია, წმ. გიორგის ორი ეკლესია, მარიამ ღვთისმშობლის, კვირიკეს და კვირაცხოვლის ეკლესიები.
სვეტიცხოველი სოფლიდან დაახლოებით 2-3 კილომეტრ მანძილზე მდებარეობს, რომელიც VI-VII საუკუნეებშია აგებული. სვეტიცხოველი ორნავიანი ეკლესიაა, ნაგებია რიყის ქვით, რესტავრირებულია 1990წელს. სვეტიცხოველის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს ნანგრევები, რომლებიც სავარაუდოდ ნასახლარებს წარმოადგენს. არსებობს ვერსია რომ ამ ტერიტორიაზეც იყო დასახლება, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მიერ აღმოჩენილი უძველესი ნივთები ადასტურებს.
წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია მდებარეობს სოფლის მოშორებით 3-4 კილომეტრ მანძილზე, ტყეში. სპეციალისტთა აზრით, იგი გვიანი ფეოდალური ხანის ბაზილიკური ტიპის ეკლესიაა. ნაგებია რიყის ქვით. რესტავრირებულია 1999 წელს.
წმინდა გიორგის ეკლესია არცთუ ისე შორი მანძილითაა დაშორებული სოფლიდან. მეორე მსოფლიო ომამდე ეკლესია მოქმედი ყოფილა. ძეგლი ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით მე-19 საუკუნის მეორე ნახევარშია აგებული. ეკლესია წარმოადგენს დარბაზული ტიპის ნაგებობას. წმინდა გიორგის ეკლესიის გვერდით ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს –მეორე ეკლესია, რომელიც დაახლოვებით XVII-XVIII საუკუნეებშია აგებული.

მარიამ ღვთისმშობლის ეკლესია წმინდა გიორგის ეკლესიის ჩრდილოეთით 100 მეტრის დაშორებით მდებარეობს. ეკლესიაში ნანგრევების სახით იყო შემორჩენილი საკურთხეველი, რომელიც აღმოსავლეთითაა და მისი მხოლოდ 1/3 ნაწილია გადარჩენილი. რესტავრირებულია 2008წელს.
კვირიკე, კვირაცხოველი მდებარეობს „მალხაზის წყაროსთან „1-კმ მანძილზე.

ტყეში მდებარეობს ორი მცირე ეკლესია: კვირიკე და კვირაცხოველი.

სოფელი ყოველი წლის 6 მაისს აღნიშნავს გიორგობისრელიგიურ დღესასწაულს.

 

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

გიორგი გიორგაძე

მობ: 555 343443
E-mail: shalauri.telavi@gmail.com

სპეციალისტი

  • მაია ბახტურიძე - მობ: 598-24-09-35
  • მარინა ღარიბაშვილი - მობ:595 58 33 38



გადიდებული რუკის ნახვა

გააზიარე