საკრებულოს ბიურომ კომისიებს სამართლებრივი აქტების პროექტები განსახილველად გადასცა

14 ივნისი, 2023

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ სამართლებრივი აქტების პროექტები განსახილველად კომისიებს გადასცა. 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროქეტზე საფინანსო-საბიუჯეტო კომისია იმსჯელებს. 

მთავარი საფინანსო დოკუმენტში ინსფრასტრუქტურული მიმართულებით ცვლილებების პროექტს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისია განიხილავს. ინფრასტრუქტურის კომისია ამასთანავე იმსჯელებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ ცვლილების პროექტზე. 

სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხები იქნება მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტისა და თელავის მუნიციპალიტეტში 2023 წელს განსახორციელებელ კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამაში ცვლილების პროექტები.

ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია კი განიხილავს სამართლებრივი აქტების პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებს: 

•თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას; 

•თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 თებერვლის N09 განკარგულებაში „თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (ავტოსატრანსპორტო საშუალებები) საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანას;

•თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მარიამ ბუღდიაშვილისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე მერისთვის თანხმობის მიცემას.

გააზიარე