ადმინისტრაციული სამსახური
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
- მერიის სტრუქტურული ერთეულების კოორდინაცია და უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით;
- მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობა;
- მერიის მუშაობის შედეგების საინფორმაციო ბაზის წარმართვა და ანალიზი;
- საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და დაარქივება;
- დოკუმენტაციის შეუფერხებელი ბრუნვის უზრუნველყოფა და შესრულებაზე კონტროლი;
- შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზება;
- ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის წარმოება;
- მერიის ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების და შტამპების გამოყენების კონტროლის უზრუნველყოფა;
- შინაგანაწესის შესრულების კონტროლი;
- მუნიციპალიტეტის ვებ - გვერდის ადმინისტრირება;
- მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურება;
- მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მუშაობის ორგანიზება და მერის წარმომადგენელთა მონიტორინგი;
- მერიის თანამდებობის პირების მოსახლეობასთან და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება, თელავის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადება და გამოქვეყნება;
- საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- მუნიციპალიტეტის ორგანოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფა;
- მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების, მერის და მერიის თანამდებობის პირების დავალებების შესრულება.
სამსახურის სტრუქტურაში შედის სამი განყოფილება:
- მოქალაქეთა მომსახურების, საქმისწარმოების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
- ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
ადმინისტრაციული სამსახურის მიზანია ადგილობრივ თვითმართველობას, საზოგადოებას და მედია-საშუალებებს შორის უზრუნველყოს კომუნიკაცია, საჯაროობა და გამჭვირვალობა.
იხილეთ ადმინისტრაციული სამსახურის დებულება
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი
თამარ ზაზანაშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია
☎ - (0350) 270091
✆ - 595 919350
✉ - tamar.zazanashvili@telavi.gov.ge
სამუშაო გამოცდილება
05.2019 - დღემდე - თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი;
12.2017- 05.2019 - თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა მომსახურების, საქმისწარმოების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი;
08.2014 - 11.2017 - ქალაქ თელავის მერიის განყოფილების უფროსი;
07.2012 - 08.2014 - თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმის წარმოების, კადრების, ანალიზისა და ინფორმაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი.
10.2008 - 07.2012 - თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი (საქმის მწარმოებელი);
08.2007 - 10.2008 - თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კანცელარიის სპეციალისტი.
განათლება
09.2003 - 08.2008 - თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი
სამსახურის განყოფილებები
მოქალაქეთა მომსახურების, საქმისწარმოების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება
განყოფილების უფროსი
თამარ პაპალაშვილი
✆ - 598 370502
✉ - Tamar.papalashvili@telavi.gov.ge
მოქალაქეთა მომსახურების, საქმისწარმოების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში დასაქმებულია სულ 16 თანამშრომელი, მათ შორის 8 უფროსი სპეციალისტი, 7 - უმცროსი სპეციალისტი
ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება
ელენე ღარიბაშვილი
✆ - 599 505281
✉ - elene.garibashvili@telavi.gov.ge
ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში დასაქმებულია სულ 3 თანამშრომელი, მათ შორის 1 უფროსი სპეციალისტი, 1 - უმცროსი სპეციალისტი
მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება
გიგა მამუკელაშვილი
✆ - 555 18 56 00
✉ -
მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილებაში დასაქმებულია სულ 61 თანამშრომელი, მათ შორის, მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში - 27, უფროსი სპეციალისტი - 5 , უმცროსი სპეციალისტი - 28.
ადმინისტრაციული ერთეულების თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია იხელეთ შესაბამის გვერდზე