ლევან ანდრიაშვილი თელავში, ჩოგბურთის კორტების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

17 აგვისტო, 2023

თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი პირველ მოადგილესთან, ნიკოლოზ მეტრეველთან ერთად, თელავის ჩოგბურთის კორტების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

სამუშაოები ითვალისწინებს 6 ღია და 2 დახურული ჩოგბურთის კორტის მოწყობას, უკვე არსებული დამხმარე შენობის სრულ რეაბილიტაციას, სადაც განთავსდება გასახდელები, მწვრთნელების და სპორტსმენებისათვის განკუთვნილი ოთახები. ასვე მოეწყობა შშმ პირთათვის ადაპტირებული ტრიბუნები და სველი წერტილები.

,,თელავის საჩოგბურთო კორტები რეგიონული მნიშვნელობის არის, ვინაიდან მსგავსი ინფრასტრუქტურა კახეთის მასშტაბით არსად გვხვდება.

გასულ წლებში მხოლოდ ღია მოედნები ფუნქციონირებდა, კომპლექსი სეზონურად იყო დატვირთული. ზამთარში ან უამიდნობის დროს მოსწავლეებს და სპორტსმენებს მომზადება უწევდათ სხვა სპორტულ დარბაზებში, რაც არ არის მიზანშეწონილი.

მიუხედავად მაღალი მოთხოვნისა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო, შეზღუდული იყო საერთაშორისო დონის ტურნირების ჩატარება.

პროექტის ფარგლებში მოხდა კომპლექსის სრული მოდერნიზება, გადაიხურა ორი ჰარდის ტიპის კორტი და მოეწყო ტრიბუნა. სრულად რეაბილიტირდა 6 თიხის კორტი, ადმინისტრაციული და გასახდელი შენობები, ასევე მაყურებელთა ტრიბუნები,

მოეწყო ორი სავარჯიშო კორტი, განათების სისტემა და სხვა ინფრასტრუქტურა.

პროექტის განხორციელებით თელავის, როგორც რეგიონული ცენტრის მნიშვნელობა გაიზრდება, ხელი შეეწყობა ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას, მოხდება ჩოგბურთის, როგორც სპორტული მიმართულების პოპულარიზაცია და საჩოგბურთო ბაზის რეგიონული მნიშვნელობის გაძლიერება.,, - განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.

ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაცია საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) ფარგლებში ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 4 მლნ. ლარს შეადგენს.

 

 

გააზიარე