ლეჩურში გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს

22 May, 2023

ლეჩურის გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.

სამუშაოების პირველ ეტაპზე, მიწის ქვეშ 4 160 მეტრის სიგრძის პოლიეთილენის მილი მოთავსდება, მიწის ზედა ნაწილზე კი 2 321 მეტრის სიგრძის ლითონის მილი განთავსდება.

პროცესს თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი გაეცნო.

,,ლეჩურის გაზიფიცირების პროექტი არის უმნიშვნელოვანესი, იქიდან გამომდინარე რომ სოფელს ამ დრომდე არ ჰქონდა გაზმომარაგება. ლეჩურის მოსახლეობას არაერთხელ შევხვდი, მათი უპირველესი პრობლემა სწორედ გაზიფიცირება იყო. გაზიფიცირება შეაჩერებს სოფლის დაცლას მოსახლეობისგან და ხელს შეუწყობს მეწარმეობის განვითარებას, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ თუშეთთან დამაკავშირებელი გზა ლეჩურზე გადის.,, - განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.

ჯამში, სამუშაოების ფარგლებში, ლეჩურის გაზიფიცირებისთვის 6 482 გრძ.მ. გაზსადენი მოეწყობა.

სამუშაოებზე, რომელსაც ,,მნათობი 2013,, ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 352 065 ლარი დაიხარჯება.

 

გააზიარე