ცხელი ხაზი : 0350 27 36 50 საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

  • თელავის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
  • დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
  • დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
  • დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
  • გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
  • თელავის მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
  • მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
  • თელავის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
  • მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
  • მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
  • მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
  • წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფას;
  • წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;
  • წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე;
  • ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას;
  • მუნიციპალიტეტში არსებული სასაფლაოების მოვლა-პატრონობის მიზნით შესაბამისი პროექტების/გეგმების მომზადება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა;
  • კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების გამოვლენას, აღრიცხვას და მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას;
  • მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

სამსახურის სტრუქტურაში შედის სამი განყოფილება:

სამსახურის სტრუქტურა, ფუნქციები და ამოცანები, იხილეთ დებულებაში.

 

ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი

საკონტაქტო ინფორმაცია 

თედო ხოსროშვილი


✆ - 577 57 77 47
✉ - tedo197822@hotmail.com

 

სამუშაო გამოცდილება

ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა, 10.2012 -11.2012 

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა, 08.2011 - 10.2011

არქიტექტურისა და ინფრაასტრუქტურის სამსახურის უფროსი, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა, 04.2009 - 10.2010 

ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა, 10.2008 -12.2008 

ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა, 12.2007 - 02.2008

ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი - არქმშენინსპექტორი, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა, 11.2006 - 07.2007

 

სამსახურის განყოფილებები

ინფრასტრუქტურის განყოფილება

განყოფილების უფროსი

 

✆ - 

✉ -  

ინფრასტრუქტურის განყოფილებაში დასაქმებულია 2 უფროსი სპეციალისტი, 3 უმცროსი სპეციალისტი.

 

სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება

განყოფილების უფროსი

მალხაზ ბაღუაშვილი

✆ -  593 131863

✉ - malkhaz.baguashvili@telavi.gov.ge 

სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილებაში დასაქმებულია 1 უფროსი სპეციალისტი, 2 უმცროსი სპეციალისტი.

 

ძეგლთა დაცვის განყოფილება

განყოფილების უფროსი

ლიკა ალადაშვილი

 ✆ -  577 951941

✉ - lika.aladashvili@telvi.gov.ge 

სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილებაში დასაქმებულია 1 უფროსი სპეციალისტი, 1 უმცროსი სპეციალისტი.

გააზიარე