,,იანგ ბოიზი,, სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის რეგიონულ ეტაპზე იასპარეზებს

17 აგვისტო, 2023

თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ფედერაციის ორგანიზებით, თელავში გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე, სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი - ,,მოყვარულთა ლიგა 2023,, ჩატარდა.

ჩემპიონატში კახეთის მასშტაბით, 8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა: ბუშეტი, რუისპირი, ვარდისუბანი, შალაური, ყარაჯალა, ,,იანგ ბოიზ,, ,,ლოპოტა,, და წინანდალი.

ფინალში ერთმანეთს ვარდისუბნი და ,,იანგ ბოიზ,, დაუპირისპირდნენ. თამაში კი ამ უკანასკნელის გამარჯვებით ანგარიშით 5:4 დასრულდა.

გამარჯვებულ გუნდს თასი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.

,,იანგ ბოიზი,, ასპარეზობას რეგიონულ ჩემპიონატში განაგრძობს.

გააზიარე