ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა და სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა
2023 წლის 18 აგვისტოს, 12 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა და სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა ჩატარდება. სხდომაზე განსახილველი საკითხები იქნება:
- თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს შემოღების, მინიჭების წესის და საპატიო წოდების სიგელის ფორმის დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტის პროექტი;
- თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გარე განათების ბოძების სს „სილქნეტისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, ქირავნობის ფორმით გადაცემის თაობაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტი.
- თელავის ჭადრის ხისთვის ადგილობრივი მნიშვნელობის დაცული ხის სტატუსის მინიჭების შესახებ პროექტი.
მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16.