ცნობა - ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

1 დეკემბერი, 2023

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ წარმომადგენლობით ორგანოში დაწყებულია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №22 დადგენილებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის  მისაღებად.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიები და ფრაქციები დადგენილების პროექტს 2023 წლის 22 ნოემბრამდე განიხილავენ. ნორმატიული აქტის პროექტი წარმომადგენლობით ორგანოს დასამტკიცებლად 2023 წლის 1 დეკემბრამდე წარედგინება.

დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დადგენილებების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები 22 ნოემბრამდე შეუძლიათ წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქალაქი თელავი, ერეკლე II-ის გამზირი N16 (პასუხიმგებელი პირი: ტარიელ გალახვარიძე - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი. ტელ: 599857722; Email: telavimunicipalitycouncil@gmail.com; ვებ გვერდი: www.telavi.gov.ge). 

გააზიარე