ცხელი ხაზი : 0350 27 36 50 საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბიბერახმა თელავს ჰუმანიტარული ტვირთი გამოუგზავნა

23 ივლისი, 2018

2018 წლის 20 ივლისს თელავში გერმანიის ქალაქი ბიბერახიდან გამოგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოვიდა, რომელიც განკუთვნილია საბავშვო ბაღების, პროფესიული კოლეჯისა და სოციალური სახლისთვის. კერძოდ, საბავშვო ბაღებსა და პროფესიულ კოლეჯს მეორადი, მაგრამ კარგ მდგომარეობაში მყოფი ავეჯი და სპეციალური ინვენტარი გადაეცემათ, ხოლო სოციალური სახლისთვის განკუთვნილია ახალი მულტიფუნქციური მაცივარი. 
ტვირთის საერთო ჯამური ღირებულება 18 020 ევროა, რაც სრულად დაფინანსდა თელავთან დაძმობილებული ქალაქი ბიბერახის მხრიდან.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის მეგობარი ქალაქის ადმინისტრაციას და პარტნიორულ კომიტეტს გაწეული დახმარებისთვის.

 

გააზიარე