დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების დაფინანსება
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ყოველთვიური ფინანსური დახმარების გაცემას მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირებზე. გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება დასახლებების ზონირების შესაბამისად, ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით:
I ზონა | ქ. თელავი | 50 ლარი |
II ზონა | ვარდისუბანი | 60 ლარი |
კურდღელაური | ||
შალაური | ||
III ზონა | ნასამხრალი | 70 ლარი |
გულგულა | ||
ყარაჯალა | ||
რუისპირი | ||
იყალთო | ||
კისისხევი | ||
კონდოლი | ||
IV ზონა | წინანდალი | 80 ლარი |
ქვ.ხოდაშენი | ||
ბუშეტი | ||
ვანთა | ||
აკურა | ||
V ზონა | თეთრწყლები | 90 ლარი |
ნაფარეული | ||
სანიორე | ||
ართანა | ||
ჯუღაანი | ||
ლაფანყური | ||
ლალისყური | ||
ფშაველი | ||
ლეჩური |
ა) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა.ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება;
ა.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა);
ა.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ა.ე) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.