იურიდიულ საკითხთა კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ ოთხ საკითხზე იმსჯელა

17 January, 2023

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო, სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა ჩაატარა. 

სხდომაზე თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ მერიის მიერ ინიცირებულ პროექტზე იმსჯელეს. 

მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ დადგენილების მიღება უკავშირდება საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის 784-ე ბრძანებულებაში განსაზღვრულ ნორმას, რომლის თანახმად, მიწის ნორმატიულ ფასს საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს ყოველი წლის თებერვლისა, ადგენენ საკრებულოები. პროექტის მიხედვით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ. მიწის ნორმატიული ფასი დარჩა უცვლელი. 

კომისიამ მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტს. 

სხდომაზე ამასთანავე განსახილველი საკითხი იყო ნორმატიული აქტების პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს მერიის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივი სარგოებში ცვლილებებს და საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცებას. 

ნორმატიულ აქტების მიღების საფუძველია საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისა და საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონები, რომლის მიხედვითაც საჯარო სექტორში დასაქმებულთა საბაზო თანამდებობრივი სარგო 2022 წელთან შედარებით 10%-ით გაიზარდა. 

საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ ორივე ნორმატიული აქტის პროექტი წარედგინოს ბიუროს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით.

Share page