საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და სოციალური კომისიების გაერთიანებული სხდომა ჩატარდება
2019 წლის 24 მაისს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა და სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა ჩატარდება.
კომისიების წევრები განიხილავენ სოფელ წინანდლის სამუსიკო სკოლისთვის გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, საქართველოს სახალხო არტისტის, პროფესორ ალექსანდრე შავერზაშვილის სახელის მინიჭების შესახებ.
სხდომა 16 საათზე დაიწყება.