ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება
თელავის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საბიბლიოთეკო გაერთიანების ძირითადი მიზნები და ამოცანებია:
ა) ყველა ასაკის მკითხველის საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და ბიბლიოგრაფიული მომსახურება;
ბ) ბიბლიოთეკის მომხმარებელთა მოთხოვნების, ინტერესებისა და პროფესიული მოთხოვნილების შესწავლა და ანალიზი, მათი მომსახურებისათვის სათანადო პირობების შექმნა და ინტერესების სრულად და ოპერატიულად დაკმაყოფილება;
გ) საბიბლიოთეკო ფონდებისა და სხვა რესურსების სრულად და ეფექტურად გამოყენება, პროფილის ფარგლებში ქართული ეროვნული ბიბლიოგრაფიის მასალების მოპოვება, დამუშავება და გამოცემა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში მკითხველთა საბიბლიოთეკო მომსახურების კოორდინაცია;
ე) თანამშრომლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან;
ვ) შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტაციის შეგროვება, დაცვა, პოპულარიზაცია, ადგილობრივი და უცხოელი მკითხველის მომსახურება, როგორც ადგილზე, ასევე ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტის მეშვეობით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: ქ.თელავი. ერეკლე II გამზირი 16
☎ 0(350) 273296
✉ biblioteka.temi@gmail.com
ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი:
მაყვალა წიკლაური
✆ 593 509041
✉ makvala_tsiklauri@yahoo.com