თელავში საახალწლო სამზადისი გრძელდება

20 დეკემბერი, 2023

თელავში საახალწლო სამზადისი გრძელდება. ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობს.

ნაძვის ხის მოწყობა დასრულების ეტაპზეა ალაზნის გამზრისა და კავკასიონის ქუჩის კვეთაზე მდებარე სკვერშიც.

2024 წელს თელავი ახალი ნაძვის ხითა და ილუმინაციებით შეხვდება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ყველა მუნიციპალიტეტს, მათ შორის თელავს საჩუქრად ახალი ილუმინაციები გადაეცა, რომლებიც მთავარ მოედანზე, ასევე ჩოხელისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერში განთავსდა.

უკვე დასრულებულია ქალაქის ცენტრალური ქუჩების მორთვა, ნაძვის ხეები განთავსდა ასევე სოფლებში ჯუღაანსა და წინანდალში.

ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი ცენტრალურ მოედანზე 23 დეკემბერს გაიმართება.

 

 

გააზიარე