ართანაში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

21 ოქტომბერი, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 პროექტის ფარგლებში, ჯამში, რეაბილიტირდება 942 მეტრის სიგრძის მონაკვეთი, მოეწყობა სანიაღვრე არხი.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 511 137 ლარით ფინანსდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გერალი,, ასრულებს.

 

 

გააზიარე