ცხელი ხაზი : 0350 27 36 50 საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ვარდისუბანსა და გულგულაში სოფლის საერთო კრებები გაიმართა

18 იანვარი, 2019

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, საერთო კრებები გაიმართა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში - გულგულასა და ვარდისუბანში.

⇒მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პრობლემური საკითხების განხილვისას, სოფელ ვარდისუბანში არსებული მინი სპორტული მოედნის გვერდით, სავარჯოშო სკვერის და სველი წერტილის მოწყობა გადაწყდა.


⇒ გულგულის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ და თელავის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით გათვალისწინებული თანხა სოფლის სასაფლაოს გასუფთავებას, შემოღობვას და შიდა ტერიტორიის მოხრეშვას მოხმარდება.

კრებებს ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერი - შოთა ნარეკლიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - გიგა ორკოდაშვილი, გულგულისა და ვარდისუბნის მაჟორიტარი დეპუტატები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და სხვა დაინტერესებული პირები.

ალბომი

გააზიარე