ვანთაში, ბუშეტსა და ქვემო ხოდაშენში საერთო კრებები გაიმართა

8 თებერვალი, 2019

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ვანთა, ბუშეტი და ქვემო ხოდაშენი დასახლების საერთო კრებები ჩატარდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლების მაცხოვრებლებს მიაწოდეს ინფორმაცია წლის განმავლობაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ და მათთან ერთად განსაზღვრეს ძირითადი პრიორიტეტები.

⇒ სოფელ ვანთაში დაიგეგმა:
1. საბავშვო ბაღის სველი წერტილის მოწყობა;
2. მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზის მოხრეშვა და სანიაღვრე არხის მოწყობა.

⇒ სოფელ ბუშეტში ძირითად პრობლემებად დასახელდა:
1. საბავშვო ბაღთან კანალიზაციისა და სანიაღვრე არხის მოწყობა, ასევე, ბაღთან მისასვლელი გზის მოწესრიგება;
2. კულტურის სახლის წინ სკვერის მოწყობა.

⇒ სოფელ ქვემო ხოდაშენში გადაწყდა საბავშვო ბაღის შენობის აუთვისებელ ნაწილში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის მოწყობა.

►  შეხვედრებს ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერი - შოთა ნარეკლიშვილი, მერის პირველი მოადგილე - გიორგი თუშიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - გიგა ორკოდაშვილი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატები და სხვა დაინტერესებული პირები.
 

გააზიარე