უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვილი საკვები, ტანსაცმელი და პირველადი საჭიროების ნივთები დახარისხდა

7 April, 2022

თელავში, თამაზ ანთაძის სახელობის სპორტსკოლაში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვილი საკვები, ტანსაცმელი და პირველადი საჭიროების ნივთები დახარისხდა.

პროცესში თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

ჰუმანიტარული ტვირთი საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინაში უახლოეს დღეებში გაიგზავნება.

გააზიარე