ცხელი ხაზი : 0350 27 36 50

თელავში, თბილისის ქუჩის ქვაფენილით მოწყობის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

15 ივლისი, 2022

ქალაქ თელავში, თბილისის ქუჩის ქვაფენილით მოწყობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

პროცესს თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ მეტრეველი გაეცნო.

სამუშაოების ფარგლებში, დაზიანებული გრუნტის გზის ნაცვლად 433 გრძ. მ სიგრძის გზაზე დაიგება ქვაფენილი.

სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ბიელი,, ასრულებს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 619 461 ლარით ფინანსდება.

 

გააზიარე