ცხელი ხაზი : 0350 27 36 50 საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თელავში, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სამუშაო ჯგუფები ითვლიან

29 მარტი, 2022

ძლიერმა ქარმა თელავს და მუნიციპალიტეტის სოფლებს გარკვეული ზიანი მიაყენა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ელექტროგადამცემი ხაზები.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი ზარალის დამთვლელი კომისიის ოთხი სამუშაო ჯგუფი დილიდან იმყოფება სტიქიის ზონაში და მიმდინარეობს ზარალის აღწერა.

,, სამუშაო ჯგუფები დილიდან არიან გასულები სხვადასხვა ლოკაციებზე და მიმდინარეობს ზარალის დათვლა, აღწერა. მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება სრული ინფორმაცია, კონკრეტულად რა ოდენობის ზარალი მიადგა მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგად და შექმნილი სურათის მიხედვით მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა.

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მოგლეჯილი ხეებისგან გზის გაწმენდის სამუშაოები სხვადასხვა ლოკაციებზე, მიმდინარე პროცესს ლევან ანდრიაშვილი ადგილზე უწევდა კოორდინაციას.

თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილისთვის ელექტროენერგიის მიწოდება გუშინვე მოხერხდა, აბონენტების ნაწილს კი შუქი ამ დრომდე არ მიეწოდება. კომპანია ,,ენერგო პრო ჯორჯიას,, ტექნიკური სამსახური სრული დატვირთვით მუშაობს,რათა დროულად მოხდეს დაზიანების აღმოფხვრა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ამოქმედდა ცხელი ხაზი - 574 17 96 23, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

 

გააზიარე