თელავის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

31 May, 2023

თელავის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

შემაჯამებელ საღამოზე სკოლის სხვადასხვა წრის მოსწავლეებმა მუსიკალური და თეატრალური ნომრები წარმოადგინეს.

თელავის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში 14 წრე ფუნქციონირებს. ბავშვებს სხვადასხვა სპეციალობის დაუფლება 7 წლის ასაკიდან შეუძლიათ.

ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი მოადგილესთან, ფუქრია ყუშიტაშვილთან და ადმინისტრაციის სამსახურის უფროსთან, თამარ ზაზანაშვილთან ერთად დაესწრო.

 

 

 

გააზიარე