ცხელი ხაზი : 0350 27 36 50 საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლებში შეხვედრები დაიწყო

22 თებერვალი, 2022

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი,მერის პირველი მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სოფლების - აკურის, ვანთისა და ბუშეტის მოსახლეობას შეხვდნენ.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებად დასახელდა:

აკურა - სოფელში გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა, საბავშვო ბაღის ოთახების რეაბილიტაცია.

ვანთა - სოფელში გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა, სანიაღვრე არხების აღდგენა და გაწმენდა.

ბუშეტი - ყოფილი კულტურის სახლის შენობაში ტრენაჟორების მოწყობა, შენობის მიმდებარედ სკვერის მოწყობა.

 

 

გააზიარე