სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიამ სხდომა ჩაატარა

17 May, 2023

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომაზე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ გამოცხადებულ საპროექტო იდეების კონკურსზე განსახილველად წარდგენილი, თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტზე იმსჯელეს.

პროექტები ურბანული ტერიტორიების განვითარებისთვის ქალაქ თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე მოდერნიზებული და ენერგოეფექტური მოსაცდელების, ასევე ცივის მთის კალთებზე ტურისტული საფეხმავლო და ველო ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს.

კომისიამ ამასთანავე განიხილა საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელ ორ პროექტში ცვლილების შეტანას ითვალისწინჯებს. კომისიის წევრებმა ორივე პროექტს მხარი დაუჭირეს.

გარდა ამისა, სხდომაზე ასევე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო საკრებულოს წევრის, ლევან ბერძენაშვილის ინიციატივა, რომელიც სოფელ ახატელის მეორე ქუჩისთვის ანზორ ჯაფარიძის სახელის მინიჭებას ითვალისწინებს. ანზორ ჯაფარიძე მეცენატი, ქველმოქმედი, საზოგადო მოღვაწე და თელავის საპატიო და ამავე დროს სოფელ ახატელის მკვიდრი იყო. კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ლევან ბერძენაშვილის ეს ინიციატივა წარედგინოს საკრებულოს ბიუროს.

გააზიარე