სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

7 ივნისი, 2019

მიმდინარე წლის 4 ივნისს, მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე, ზოგად საკითხებთან ერთად, განიხილეს თელავის მუნიციპალიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თანამონაწილეობის საკიხი, ისაუბრეს თელავის ცენტრალური მოედნის განაშენიანების და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესახებ, მოისმინეს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი და ზრუნვიდან გასული ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის შედეგები და დაგეგმეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების აქციის ორგანიზება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვლმა მხარდაჭერა აღუთქვა საბჭოს და აქციაში მონაწილეობისთვის სრული მზადყოფნა დააფიქსირა.

შეხვედრას საბჭოს წევრების გარდა არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

გააზიარე