სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

12 May, 2023

2023 წლის 19 მაისს, 12 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდება. კომისია განიხილავს ნორმატიული აქტების პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებს: 

  • თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №11 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანას;
  • თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 მარტის N08 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანას.

მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16. 

გააზიარე