საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა

12 April, 2019

დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რიგგარეშე სხდომა გაიმართა.


დეპუტატებმა სოფელ ნაფარეულში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობის პროექტი განიხილეს და მოიწონეს.

აღნიშნული ინიციატივა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

სამშენებლო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.

პროექტის განსახორციელებლად 120 570 ლარია გამოყოფილი.

საქართველოს მთავრობის დაგენილებით, გადაუდებელი სასწრაფო დახმარების მიწოდების მიზნით, რეგიონებში დაგეგმილია საჯარო შენობების მშენებლობა.


ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:

გააზიარე