საერთაშორისო ტურნირი კლასიკურ ბილიარდში

14 აგვისტო, 2018

2018 წლის 15-18 აგვისტოს თელავის თამაზ ანთაძის სახელობის სპორტულ კომპლაქსში ჩატარდება საერთაშორისო ჩემპიონატი კლასიკურ (რუსულ) ბილიარდში -„Telavi Open 2018“.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ რეიტინგით პირველი ნომრები მსოფლიოს 8 ქვეყნიდან: საქართველო, უკრაინა, რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი. აღსანიშვავია, რომ მონაწილეთა შორის იქნებიან აღნიშნული სპორტის სახეობის 4 მსოფლიო ჩემპიონი: ი. აბრამოვი (რუსეთი), ე. ჩიმბაევი (ყაზახეთი), დ. ბელოზიოროვი და ა. პივჩენკო (უკრაინა).
ღონისძიება დაიწყება 15 აგვისტოს 11:00სთ-ზე, ხოლო ფინალური შეჯიბრება გაიმართება 18 აგვისტოს 12:00სთ-ზე.

გააზიარე