რუბრიკა ,,ემეგობრე მემკვიდრეობას,, - ადამაანთ ციხე

17 May, 2023

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი „ადამაანთ ციხე“ მდებარეობს სოფელ რუისპირის ცენტრში, ძამუკაანთ უბანში.

თავდაცვითი-საცხოვრებელი ნაგებობა სამსართულიანია, კოშკური ტიპის და წარმოადგენს რიყის ქვით ნაგებ შენობას, რომელიც შედგება ორი სხვადასხვა სიმაღლის ნაწილისგან.

ორივე ნაწილის ზედა სართული ბანია, აღჭურვილია სალოდეებითა და ქონგურებით. პირველი სართული მარანს წარმოადგენს, მეორე საცხოვრებლია, ხოლო მესამე საბრძოლო. პირველ სართულზე განთავსებულია ქვითკირის საწნახელი და ჩაყრილია ქვევრები. მეორე სართულებზე მოხვედრა ასაწევი კიბით იყო შესაძლებელი, ხოლო მესამეზე კედელში მოწყობილი ასასვლელი კიბით. სართულები ასევე აღჭურვილია სათოფურებით.

ძეგლი დათარიღებულია XVIII საუკუნის ბოლო პერიოდით.

გააზიარე