,,ნადიკვარზე,, წიგნის ,,ლესია უკრაინკას კვალი საქართველოში,, პრეზენტაცია გაიმართა

21 ივნისი, 2022

თელავში, პარკ ,,ნადიკავრზე,, ცნობილი უკრაინელი პოეტის ლესია უკრაინკას შესახებ ვალენტინა მარჯანიშვილის მიერ დაწერილი წიგნის ,,ლესია უკრაინკას კვალი საქართველოში,, პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი, ადმინისტრაციისა და კულტურის სამსახურების უფროსები თამარ ზაზანაშვილი და მაია დათუნაშვილი,

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთეიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი, უკრაინის ქალთა საბჭოს წარმომადგნელები და სხვა დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ.

ღონისძიება საქართველოს ქალთა საბჭოს კახეთის ორგანიზაციის და ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.

 

 

გააზიარე