მშვიდობის ქუჩის მიმდებარედ ახალი სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა

16 მარტი, 2022

მშვიდობის ქუჩის მიმდებარედ ახალი სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა.

თელავის მუნციპალიტეტის მერიამ ,,მშვიდობის პარკის,, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაზე 2 518 787 ლარის ოდენობის ტენდერი უკვე გამოაცხადა.

პროექტი ითვალისწინებს ახალი პარკის მოწყობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. მოეწყობა ველო და საფეხმავლო ბილიკები, სკეიდბორდის მოედანი, საბავშვო მოედანი, ფანჩატურები, სავარჯიშო მოედნები და სხვა ინფრასტრუქტურა. პარკი სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სტრატეგიული მიზანია თელავის ურბანული ტერიტორიის ინტეგრაცია, რეგიონულ ცენტრზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ურბანული ტერიტორიების განვითარება,რაც ხელს შეუწყობს თელავის როგორც რეგიონული ცენტრის განვითარებას.

გააზიარე