ლევან ანდრიაშვილმა და ირაკლი ქადაგიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

6 April, 2022

თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან ანდრიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან თენგიზ მთვარელიშვილთან ერთად შეხვედრა გამართა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ გამოწვევებზე, პრობლემების მოგვარების გზებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

 

გააზიარე