ცხელი ხაზი : 0350 27 36 50 საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლევან ანდრიაშვილი სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდა

22 თებერვალი, 2022

თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი სახალხო დამცველის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ხელმძღვანელს გიორგი ტალახაძეს და აპარატის რეგიონულ წარმომადგენლებს ეთერ შიუკაშვილს და ნათია ფიცხელაურს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, თელავის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობასა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს.

 

გააზიარე