კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიანი პროგრამა გრძელდება

10 თებერვალი, 2022

კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიანი პროგრამა გრძელდება.

კამპანიის ფარგლებში, მორიგი საინფორმაციო შეხვედრა სოფელ კურდღელაურში გაიმართა, ადგილზე აიცრა რამდენიმე ადგილობრივი.

წახალისების პროგრამით სარგებლობა 50 წლის ზევით საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.

 

გააზიარე