ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა

18 April, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა ჩატარდა. კომისიის წევრებმა განიხილეს ცენტრალური თელავის მაჟორიტარი დეპუტატის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილის ინიციატივა, რომელიც ქალაქ თელავში, ქართული უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილისთვის ექიმ დიმიტრი გიორგელაშვილის სახელის მინიჭებას ითვალისწინებს.


ინფრასტრუქტურის კომისიამ დეპუტატის ინიციატივა მოიწონა. აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტისთვის დიმიტრი გიორგელაშვილის სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ ინფრასტრუქტურის კომისია შეადგენს დასაბუთებულ დასკვნას, რომელიც საკრებულოს ბიუროს სხდომა განიხილავს..


ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:

გააზიარე