გენდერული თანასწორობის ტურნირი ბილიარდში

2 დეკემბერი, 2018

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, 2 დეკემბერს, თამაზ ანთაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში, ბილიარდის ტურნირი ჩატარდა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ როგორც გოგონები ასევე მამაკაცები. ტურნირი წყვილებს შორის გაიმართა (წყვილში 1მამაკაცი და 1 ქალი თამაშობდა) და მიზნად ისახავდა როგორც სპორტის აღნიშნული სახეობის პოპულარიზაციას, ასევე გენდერული თანასწორობის მხარდაჭერას. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის ტურნირი საქართველოში პირველად ჩატარდა და ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. საპრიზო ადგილებზე გასული წყვილები სიგელებით დაჯილდოვდნენ, ხოლო გამარჯვებულ წყვილს სპეციალურად ტურნირისთვის დაწესებული გენდერული თანასწორობის გარდამავალი თასი გადაეცა. 

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერი - შოთა ნარეკლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე - არჩილ თხლაშიძე, ქალთა ოთახის მენეჯერი - ნელი აბეჩხრიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.

გააზიარე