დღეს, ლეგენდარული ფეხბურთელის, გივი ჩოხელის დაბადების დღეა!

27 ივნისი, 2022

დღეს, სპორტის დამსახურებული ოსტატის და მწვრთნელის, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილის და ევროპის ჩემპიონის, ლეგენდარული თელაველი ფეხბურთელის - გივი ჩოხელის დაბადების დღეა!

ფეხბურთელის დაბადებიდან 85 წლის საიუბილეო თარიღი მის ძეგლთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერან ფეხბურთელებთან და ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნეს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ თენგიზ მთვარელიშვილმა ლეგენდარული ფეხბურთელის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.

ასევე, გივი ჩოხელის სახელობის ჩემპიონატის ფინალისტ გუნდებს - თელავის საფეხბურთო სკოლის 15 წლამდელთა ნაკრებებს მედლები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ, პირველი ადგილის მფლობელ გუნდს კი ლევან ანდრიაშვილმა და გივი ჩოხელის მეუღლემ, ნანა ჩოფიკაშვილმა ფეხბურთელის სახელობის თასი გადასცეს.

გააზიარე