ლევან ანდრიაშვილი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს, თამარა წულეისკირს შეხვდა

24 May, 2023

თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს, თამარა წულეისკირს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში რეგიონის მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობისა და ჩართულობისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

ცენტრის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა მერიის გუნდს მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობისათვის.

ლევან ანდრიაშვილმა მზაობა გამოთქვა საზოგადოების სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებთან საინფორმაციო შეხვედრების ჩატარების საკითხში, მათ შორის ახალგაზრდებისთვის გასვლითი აქტივობებისა და მერიის თანამშრომლების გადამზადების მიმართულებით.

Share page