ც ნ ო ბ ა

31 August, 2022

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ  თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ - ცვლილების შეტანის თაობაზე  ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების მიზნით წარმომადგენლობით ორგანოში დაწყებულია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიები და ფრაქციები დადგენილების პროექტს 2022 წლის 20 აგვისტომდე განიხილავენ. ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად 2022 წლის 01 სექტემბრამდე წარედგინება.

დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დადგენილების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები შეუძლიათ წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქალაქი თელავი, ერეკლე II-ის გამზირი N16 (პასუხიმგებელი პირი: ტარიელ გალახვარიძე - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი; ტელ: 599857722; ელ. ფოსტა: telavimunicipalitycouncil@gmail.com; ოფიციალური ვებ-გვერდი: www.telavi.gov.ge).

Share page