ც ნ ო ბ ა

1 May, 2022

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ  „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ -“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების მიზნით წარმომადგენლობით ორგანოში დაწყებულია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიები და ფრაქციები დადგენილების პროექტს 2022 წლის 20 აპრილამდე განიხილავენ. ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად 2022 წლის 01 მაისამდე წარედგინება.

დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დადგენილების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები შეუძლიათ წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქალაქი თელავი, ერეკლე II-ის გამზირი N16 (პასუხიმგებელი პირი: ტარიელ გალახვარიძე - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი; ტელ: 599857722; ელ. ფოსტა: telavimunicipalitycouncil@gmail.com; ოფიციალური ვებ-გვერდი: www.telavi.gov.ge).

Share page