კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამაში თეთრწყლების, ნაფარეულისა და სანიორის მოსახლეობაც ჩაერთო

11 February, 2022

კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიანი პროგრამის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.

კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა თეთრწყლებში, ნაფარეულსა და სანიორეში. ადგილზე მობილიზებული იყო ამცრელი ბრიგადა, აცრის სურვილი რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ გამოთქვა.

წახალისების პროგრამით სარგებლობა 50 წლის ზევით საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.

 

 

Share page