მუსიკათერაპიის სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსება

ქვეპროგრამა ითვალისწინებს წლის განმავლობაში თითოეული ბენეფიციარისთვის მუსიკათერაპიის არანაკლებ ერთი სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსებას და ბენეფიციარის სპეციალური სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციიდან გამომდინარე, წლის განმავლობაში განმეორებით მეორე კურსის დაფინანსებას. ერთი კურსი მოიცავს 15 თერაპიულ სეანსს, თითოეული სეანსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ჯგუფური თერაპიის შემთხვევაში 40-45 წუთით, ხოლო ინდივიდუალური თერაპიის შემთხვევაში 20-30 წუთით. ქვეპროგრამით მოსარგებლე სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 1-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები და მოზარდები.

ა) ინდივიდუალური თერაპიის ერთი კურსის (15 თერაპიული სეანსი) დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება 750 ლარის ოდენობით;

ბ) ჯგუფური თერაპიის ერთი კურსის (15 თერაპიული სეანსი) დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება 500 ლარის ოდენობით;

გ) ქვეპროგრამის ფარგლებში გასაცემი ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადა განისაზღვრება მიმდინარე საბიუჯეტო წლით;

დ) ადმინისტრაციული დაპირება ბენეფიციარის მიერ მომსახურების გამწევთან წარდგენილი უნდა იქნას მომსახურების დაწყებამდე;

ე) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ე.ა) ბენეფიციარის წარმომადგენლის განცხადება;

ე.ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე.გ) ბენეფიციარის თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა);

ე.ე) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის, ან კერძო დაზღვევის ფარგლებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე.ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია;

ვ) მომსახურების გამწევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ვ.ა) აკადემიური განათლება მუსიკათერაპიის მიმართულებით;

ვ.ბ) არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

ვ.გ) უპირატესობა მიენიჭება მუსიკათერაპიის სფეროში საერთაშორისო განათლების და პრაქტიკის მქონე სპეციალისტს;

ზ) გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ზ.ა) მომსახურების გამწევის წერილობითი მომართვა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესახებ;

ზ.ბ) გაწეული მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც ზუსტად უნდა მიეთითოს მომსახურების დაწყების და დასრულების პერიოდი;

ზ.გ) მომსახურების გამწევის საიდენტიფიკაციო და საბანკო რეკვიზიტები;

ზ.დ) თითოეული სეანსის ამსახველი ფოტო, აუდიო ან ვიდეო მასალა (წარმოდგენილი იქნას ელექტრონულ ფორმატში დისკის სახით);

თ) ბენეფიციარის მიერ ზედიზედ 2-ჯერ არასაპატიო მიზეზით ინდივიდუალური ან/და ჯგუფური თერაპიის გაცდენის შემთხვევაში (გაცდენის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს მომსახურების გამწევის წერილობითი მომართვით) ბენეფიციარი ჩაითვლება პროგრამიდან მოხსნილად და მისი ჩანაცვლება მოხდება სხვა ბენეფიციარით.

 

დადგენილება N3

Share page